იერუსალიმელი ტერორისტის ოჯახს ისრაელში ცხოვრების უფლება ჩამოართვეს

news
: news იანვარი 11, 2017 01:36

იერუსალიმელი ტერორისტის ოჯახს ისრაელში ცხოვრების უფლება ჩამოართვეს

ტერორისტ ფადი ალ-კუნბარის ოჯახს, ისრაელში ცხოვრების უფლება ჩამოართვეს – ქვეყნის შს მინისტრმა არე დერიმ განაცხადა – ებრაული მედია წერს. სულ, ტერორისტის ოჯახის 13 წევრს აუკრძალავენ ისარელში ცხოვრებას, მათ შორის, მის დედას. გადაწყვეტილება იმიგრაციულ სამსახურებთან, სპეცსამსახურებთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ იქნა მიღებული. მთავრობის თქმით, ტერორისტის დედა ერთდროულად ორ მამაკაცთან იყო ქორწინებაში, რაც ქვეყნის კანონებით აკრძალულია.
მსგავსი ზომა პირველად იქნა ისრაელში მიღებული.
8 იანვარს ალ-კუნბარმა სატვირთო მანქანით ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილას ხალხს გადაუარა. ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა, 20-დან 30 წლამდე. 15 პირი კი დაშავდა. ტერორისტი პოლიციამ ადგილზე მოკლა.

news
: news იანვარი 11, 2017 01:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,292
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics