რუსეთის ავიაციამ იერიში ქალაქ ააზაზ-ზე მიიტანა

რუსეთის ავიაციამ იერიში ქალაქ ააზაზ-ზე მიიტანა

რუსეთის ავიაციამ იერიში  ქალაქ ააზაზ-ზე მიიტანა, რომელიც თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.ამის შესახებ ინფორმაციას syrienwar.de ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი თურქეთი სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკომ განაცხადა.

“სერიოზული საფუძველი გვაქვს თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე საომარი შეჭრის მზადების შესახებ ვიფიქროთ. თურქეთის შეიარაღებული ძალების აქტიური მზადებისთვის საიდუმლოდ მზადების ნიშნებს უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ”, – აღნიშნა იგორ კონაშენკომ.

banner
წინა სტატიაში(video)მე უკეთ ვიცი საქართველო ვიდრე ქართველების 99%-მა
შემდეგი სტატიაპენტაგონი ჯარისკაცების სპერმის და კვერცხუჯრედის გაყინვას დაიწყებს