იენს სტოლტენბერგი: ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, მაგრამ ვაღიარებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია

ჩვენ ვარშავაში ნატო-ს სამიტზე შევთანხმდით, კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს იგი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებსა და წევრობის მოთხოვნებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმეის განხორციელების მიმართულებით, რაც მისცემს ქვეყანას საშუალებას, დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას. მე ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, რადგანაც ეს დამსახურებაზე, პროგრესზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ უკვე ვიხილეთ. ძალიან სერიოზული პროგრესი, რეფორმები, რაც შეეხება ინსტიტუციურ, საარჩევნო, პრესის თავისუფლების სფეროში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ იმ ძალისხმევისთვის, რაც გულისხმობს საქართველოს მოძრაობას ნატო-ს წევრობისკენ, ასევე მნიშვნელოავანი ქვეყნისთვის თავისთავად“,-აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, საქართველო უსაფრთხო, ძლიერ ქვეყანას ქმნის.

„აღნიშნული ნაბიჯები უფრო ძლიერ ქვეყანად აყალიბებს და ქმნის საუკეთესო ჩარჩოებს ეკონომიკური აყვავებისა და ზრდისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ რეფორმები არა მხოლოდ ნატო-სთან აახლოვებს საქართველოს, არამედ მნიშვენლოვანია ქვეყნისთვისაც. ჩვენ მივიღეთ არსებითი პაკეტი, გავაფართოვეთ იგი, ვასრულებთ მის მოთხოვნებს მრჩევლები გყავს საქართველოში, გავხსენით ახალი სკოლა თავდაცვის ამაღლების თვალსაზრისით, გამოვხატეთ საქართველოს მხარდაჭერა ნატო-ს საბჭოს ვიზიტით საქართველოში. ვერ დაგისახელებთ ზუტს ვადებს, მაგრამ ვაღიარებ იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ მიაღწია და მაღალ შეფასებას ვაძლევ მჭიდრო ურთიერთობას ნატო-საქართველოს შორის“,-აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენებრგი: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეკრება თბილისში ადასტურებს ნატო-ს ძლიერ მხარდაჭერას