იენს სტოლტენბერგი: ველოდებით, რომ მომავალი არჩევნები დააკმაყოფილებს დემოკრატიულ სტანდარტებს

Bilateral meeting between NATO Secretary General Jens Stoltenberg and Giorgi Kvirikashvili (Prime Minister of Georgia)

ნატო ელოდება, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნები დააკამყოფილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დემოკრატიულ სტანდარტებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ მივესლამებით საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების მხრივ მიღწეულ პროგრესს, ყველა ეს რეფორმა მნიშვნელოვანია ნატო-სთვისაც. ეს არის ქვაკუთხედი საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის. ნატოს სამიტზე ვარშავაში ნატო-ს ლიდერები მიესალმნენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრესი გაგრძელდება, და მოიცავს საკონსტიტუციო, საარჩევნო რეფორმებს. ჩვენ ველოდებით, რომ მომავალი არჩევნები დააკამყოფილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დემოკრატიულ სტანდარტებს. ეს მნიშვნელოვანია ნატო-სთვის, რადგან ნატო არის ღირებულებებზე დამყარებული ერთობა, მათ შორის დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე. თუმცა რეფორმები უფრო მეტად მნიშვნელოვანი საქართველოს მოსახლეობისთვის და თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის”, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენებრგის თქმით, თბილისში ჩრდილოატლანტკური საბჭოს გამართვა ადასტურებს ალიანსის მხარდაჭერას საქართველოსადმი.

“ნატო-ს ლიდერებმა გამოხატეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარადჭერა საქართველოსადმი. დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბა თბილისში, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება და ურყევი მხარდაჭერა საქართველოსადმი. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში ნატო-ს პირველ საერთაშორისო სამიტს ჩვენთვის უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ალიანსის გაფართოება არ მოსწონს, ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას