იენს სტოლტენბერგი: თუ ქვეყანა სტანდარტებს აკმაყოფილებს, ის შეიძლება ნატოს წევრი გახდეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს კიდევ ერთელ დაადასტურა, რომ ნატო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორების დამოუკიდებლობას არ აღიარებს და ეს ტერიტორიები საქართველოს აღიარებული საზღვრების ფარგლებშია.

კითხვაზე, რა გავლენას ახდენს ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუ ქვეყანა სტანდარტებს აკმაყოფილებს, ის შეიძლება ნატოს წევრი გახდეს.

”ვაშინგტონის შეთანხმების მე-10 მუხლი ხაზს უსვამს, რომ თუ ქვეყანა აკმაყოფილებს სტანდარტებს, თუ იგივე ღირებულება გააჩნია, ის შეიძლება გახდეს ნატოს წევრი. მე-10 მუხლში აბსოლუტურად ცალსახად არის ნათქვამი – იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, მან ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში კონტრიბუცია უნდა შეიტანოს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის მექნიკური გადაწყვეტილება. ნატოს მოკავშირეებმა ნამდვილად უნდა გაითვალისწინონ, რომ ნატოს გაფართოება ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ეხმარება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა საერთაშორისო კონფერენციაზე – ”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ”.

ამ კონტექტში მან აღნიშნა ისიც, რომ ”წითელი არმია ბალტიისპირეთშიც იყო, ოკუპირებული ჰქონდა ქვეყანა, მაგრამ როცა რეფორემების გატარება დაიწყეს, კარგი შედეგები ჰქონდათ”.

banner
წინა სტატიაში(video) კომპანია Apple-მ ახალი iPhone 7 წარმოადგინა
შემდეგი სტატია“პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში შესანიშნავი შანსით შემოვიდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეიტინგი დაეკარგა”