ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ის შოკირებულია პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო, თუმცა დარწმუნებულია, რომ ტერორიზმი დემოკრატიაზე ვერასოდეს გაიმარჯვებს.
„შოკირებული ვარ იმ საზარელი თავდასხმების სერიით, რომელოიც პარიზში დღეს საღამოს მოხდა. თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს, ყველას , ვინც დაშავდა და რა თქმა უნდა მთელს საფრანგეთს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ძლიერნი და ერთიანნი ვიქნებით. ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვეს დემოკრატიაზე” – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.