იენს სტოლტენბერგი – პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი არის სიმართლე, ფაქტები, ციფრები და დოკუმენტები

პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი არის სიმართლე, ფაქტები, ციფრები და დოკუმენტები, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტუდენტებთან შეხვედრისას რუსული პროპაგანდის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

“მე მესმის თქვენი შეშფოთება, რომელსაც განიცდით რუსული პროპაგანდის გამო. ჩვენ ვხედავთ ამას რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ნატო-სთვის მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდას არ დაუპირისპიროს პროპაგანდა, რადგან ჩვენ არ გვჯერა პროპაგანდის. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს შეუძლია განასხვავონ პროპაგანდა ფაქტებისა და ინფორმაციისგან. ამგავრად ჩვენთვის პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხია არის სიმართლე, ფაქტები, ციფრები და დოკუმნეტები. ნატო-ს თქვენი დახმარება ფაქტებისა და სიმართლის მოწოდებით შეუძლია. გვჯერა, რომ ადრე თუ გვიან, სიმართლე გაიმარჯვებს პროპაგანდაზე”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს შეუძლია ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველოს დახმარება, თუმცა პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად მთავარი სამუშაო თავად საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეასრულოს.

“ჩვენს, ნატო-ს შტაბ-ბინაში მომუშავე ხალხს ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ამ მხრივ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უნდა გააკეთოს თავად ხალხმა წევრ ან პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო. თითოეულ ქვეყანაში თავად ხალხი უნდა დაუპირისპირდეს და წინ აღუდგეს პროპაგანდას. მე საკუთარი თავის მჯერა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველებს საქართველოში პროპაგანდისთვის წიანააღმდეგობის გაწევა უკეთესად შეუძლიათ, ვიდრე ამას მე გავაკეთებდი. ჩვენ კი შეგვიძლია თქვენ ფაქტებით, ციფრებით, ანალიზით დაგეხმაროთ. თუმცა თქვენ თავად შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ღია დებატებში, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თავისუფალი მედია ქვეყანაში. როდესაც გაქვს თავისუფალი მედია განსხვავებული პოზიციებით, მოსაზრებების სიმრავლით, ეს არის საუკეთესო გზა, შეეწინააღმდეგო პროპაგანდას. ამგვარდ ჩვენ შეგვიძლია თქვენი დახმრება, თუმცა მთავარი სამუშაო თავად უნდა შეასრულოთ”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი: ღმერთმა დამიფაროს, რანაირი კონკურენტი უნდა ვიყო უსუფაშვილის
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილზე – არ მინახავს, ამ ასაკის კაცი ასე იცვლიდეს ხასიათს, თინეიჯერის დონეზეა