იენს სტოლტენბერგი – ნატო-ში გაწევრიანების პროცესი დროსა და მოთმინებას მოითხოვს

ნატო-ში გაწევრიანების პროცესი დროსა და მოთმინებას მოითხოვს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

“ნატო დაარსდა 12 ერის მიერ შიშისა და მეორე მსოფლიო ომის საშინელებთა და შემდგომ განადგურების პერიოდში. ჩვენი წევრების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა. დღეს ჩვენ 28 წევრი გვყავს, მალე გვეყოლება 29-ე წევრი მონტენეგროს დამატებით. ჩვენი გაფართოება არის ღია კარის პოლიტიკის პრინციპის შედეგი. საქართველომაც შეიტანა განაცხადი ნატო-ს წევრობაზე. ნატო შეთანხმდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ნატო-ში გაწევრიანების პროცესი დროსა და მოთმინებას მოითხოვს. ნატო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა თქვენს ქვეყანას დაეხმაროს წევრობის გზაზე. წლების განმავლობაში საქართველო იყო უმსხვილესი კონტრიბუტორი ნატო-ს ოპერაციებში. ნატო-ს გააჩნია უფრო მეტი ინიციატივები და პროგრამები საქართველპში, ვიდრე სხვა პარტნიორ ქვეყანაში. ამგვარად, დღეს არის მეტი საქართველო ნატო-ში და მეტი ნატო საქართველოში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენებრგის თქმით, ნატო-ს წევრები აფასებენ საქართველოს მიღწევებს. ამასთან მოკავშირეები ქვეყანას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

“ნატო-ს მოკავშირეები შთაბეჭდილების ქვეშ არიან საქართველოს მიღწევებით. მოვუწოდებთ საქართველოს ეკონომიკური, თავდაცვითი და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისკენ. ჩვენ ველით არჩევნებს, რომელიც მომავალ თვეს არის დაგეგემილი და უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ამჟამინდელი ვიზიტი საქართველოში არის მნიშვნელოვანი გზავნილი. ნატო-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა მჭიდროა, როგორც არასდროს”, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – ქართველი სამხედროები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ავღანელი ხალხის უსაფრთხო მომავლის მშენებლობაში
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – „ბიზნეს სახლი“ რევოლუციური პროექტია, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს შეცვლის