იენს სტოლტენბერგი: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ალიანსის გაფართოება არ მოსწონს, ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას

საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატოს გენერალურ მდივანს პრესკონფერენციაზე შეკითხვა საქართველო-ნატოს ურთიერთობაში რუსეთის ფაქტორის გავლენაზეც დაუსვეს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით დამოუკიდებელი ქვეყნები დამოუკიდებლ გადაწყვეტილებებს იღებენ იმასთან დაკავშირებით თუ რომელი ალიანსის წევრი გახდნენ და რომლის არა. ნატოს ხელმძღვანელის თქმით საქართველოს ნატოში გაწევრიანება, მხოლოდ საქართველოს და ნატოს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია და ამაში სხვა ქვეყანა ვერ ჩაერევა:

„ნატოს ფუნდამენტალურ პრინციპს წარმოადგენს ის, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი არჩევანის შესაბამისად შეუძლია განვითარება. თავად ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელი სამხედრო ალიანსის წევრი გახდება და ა.შ. ეს ყველა დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის უფლებაა. საქართველო გახდება ნატოს წევრი თუ არა ეს ნატოს წევრი 28 ქვეყნის და საქართველოს გადასაწყვეტია და სხვა არავის აქვს არც ვეტოს და არც ამ პროცესებში ჩარევის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ალიანსის გაფართოება არ მოსწონს ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას და მონტენეგრო ხდება 29-ე წევრი.“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: ველოდებით, რომ მომავალი არჩევნები დააკმაყოფილებს დემოკრატიულ სტანდარტებს
შემდეგი სტატია“დიდი ძალისხმევა გვაქვს გაწეული, რათა საპარლამენტო არჩევნები იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს უახლეს ისტორიაში”