იემენში მასშტაბური ქოლერა მძვინვარებს

იემენში, აპრილის თვიდან დაწყებული 872.000-ზე მეტი ადამიანია ქოლერის ვირუსით დაინფიცირდა, რომელთაგან 2.180 ადამიანი დღეისთვის გარდაცვლილია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საანგარიშო მოხსენებით, 27 აპრილს, ეპიდემიის დაფიქსირების დღიდან, ქვეყნის მასშტაბით 872.415 ადამიანია ქოლერის ვირუსით დაავადდა. ეპიდემიამ შეიწირა 2.180 ადამიანი. ავადმყოფების 50-% და დაღუპულების 32 %-ი ბავშვები არიან.
მოხსენების მიხედვით, ქოლერა გავრცელდა იემენის 22 პროვინციიდან, 21-ში. სოკოტრას პროვინცია ერთადერთია, სადაც არ დაფიქსირებულა ეპიდემია.
იემენში, ორ წელიწადზე მეტია გრძელდება სამოქალაქო კონფლიქტი, რამაც 3 მილიონზე მეტი ადამიანი აიძულა სახლ-კარი მიეტოვებინა. კონფლიქტის შედეგად ქვეყანაში ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რამაც სასმელი წყლის უკმარისობა გამოიწვია და ეპიდემიის გავრცელებას შეუწყო ხელი.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი ალიევთან და კვრიკაშვილთან ერთად ბაქო-თბილის-ყარსის სარკინიგზო ხაზის პირველი რეისს გახსნის
შემდეგი სტატიაბულგარელი მფრინავები უარს აცხადებენ “МиГ-29”-ის ექსპლუატაციაზე