,,ალ არაბიას,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა საკუთარი დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის ჩამოგდება, საუდის არაბეთისთვის ზიანის გარეშე მოხდა.
იემენის ჰუსიტთა თავდაცვის სამმართველოს მონაცემებით, მათ მიერ გაშვებული რაკეტის სამიზნე დედაქალაქ ელ-რიადში მდებარე, მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი იყო.