იემენის კონფლიქტში საუდის არაბეთის ჩარევის შემდეგ 1,5 ათასზე მეტი ბავშვი დაიღუპა

2015 წლის მარტიდან, ანუ, მას შემდეგ, რაც იემენის კონფლიქტში კოალიცია ჩაერია, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, საომარი მოქმედებების გამო, ქვეყანაში 1,5 ათასი ბავშვი დაიღუპა. “2140-ზე მეტი დაშავდა. სავარაუდოდ, რეალური მონაცემები უფრო მაღალი იქნება. იემენში 2 ათასზე მეტი სკოლის შენობის დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია, ისეთი დანგრეულია” – დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა.

იემენში, რამდენიმე წლია სამოქალაქო ომი მიდის. ჯანდაცვის მსოფლიო ფონდის მონაცემებით, კონფლიქტს დაახლოებით 7 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 40 ათასამდე კი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის დუმამ ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონი მიიღო
შემდეგი სტატიაVolkswagen-ი აშშ-ს 4,3 მილიარდ დოლარ ჯარიმას გადაუხდის