იემენი კატასტროფის მოლოდინში

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 14, 2017 01:16

 იემენი კატასტროფის მოლოდინში

არაბულ ქვეყნებში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, სოციალურ ქსელ Twitter-ში გაკეთებული  განცხადებით, იემენში საწვავის ნაკლებობა, გავლენას იქონიებს, ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხრიდან იემენში ქოლერის ეპიდემიასთან ბრძოლისთვის წარმართულ წყლის, საკანალიზაციო სისტემების დასუფთავების სამუშაოებზე…

განცხადებაში აღინიშნა რომ ამ მდგომარეობას შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს რეგიონზე, სადაც ქოლერის გავრცელების რისკი მაღალია და ცხოვრობს დაახლოებით 6 მილიონამდე ადამიანი. საწვავის მარაგი საკმარისია მხოლოდ ამ თვის ბოლომდე, ასევე გამოიკვეთა, რომ თუ მოხდება საჰაერო, საზღვაო პორტების და სახმელეთო საზღვრების გადაკეტვა და ვერ მოხერხდება საჭირო ვაქცინების  რეგიონისთვის მიწოდება, სულ ცოტა ერთ წლამდე ასაკის მილიონამდე იემენელი ბავშვი დაუპირისპირდება   პოლიოს და წითელას ეპიდემიებს.

4 ნოემბერს, იემენიდან, ტერორისტებად მიჩნეული ჰუსიტების მიერ ელ რიადში გატყორცნილი  ბალისტიკური რაკეტის შემდეგ, საუდის არაბეთის წინამძღოლობით კოალიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დროებით გადაიკეტა იემენის ყველა სასაზღვრო კარი და პორტები.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 14, 2017 01:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics