იდომენის ბანაკიდან საბერძნეთის პოლიციამ მიგრანტების ევაკუირება დაიწყო

იდომენის ბანაკიდან საბერძნეთის პოლიციამ მიგრანტების ევაკუირება დაიწყო

3 (1)საბერძნეთის პოლიციამ, მაკედონიის საზღვართან, იდომენის ბანაკიდან მიგრანტების ევაკუირება დაიწყო – “ბიბისი” ავრცელებს.
ოპერაციაში დაახლოებით 200 პოლიციელი მონაწილეობს. ბანაკში მობილიზებულია ავტობუსები და გამცილებელი მანქანები. სამართალდამცველების თქმით, ისინი ძალის გამოყენებას არ აპირებენ. მიგრანტები მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე უნდა გადაიყვანონ. იდომენის ბანაკში დაახლოებით 8,5 ათასი მიგრანტია.

საბერძნეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 2015 წელს დაახლოებით 800 ათასი მიგრანტი შევიდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეის ელჩი: “ტრამპის იდეა კიმ ჩენ ინს შეხვდეს, ბოდვაა”