IDFI-ის კვლევა – ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევები

ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტი IDFI საქართველოში ბიუროკრატიის გამოწვევების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი მიმოიხილავს 2011-2016 წლებში სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების, შრომის ანაზღაურების, სამივლინებო, წარმომადგენლობითი, ავტოპარკის და სატელეკომუნიკაციო ხარჯებს.
საქართველოს ბიუროკრატიული სისტემის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტული მიმართულებით (ავტოპარკი, საწვავის მოხმარება, დასაქმებულთა ოდენობა ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში) მოახდინა ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია, თუმცა გამოწვევად კვლავ რჩება ბიუროკრატიის ხარჯების ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის სამართლიანი და დაბალანსებული ანაზღაურების სისტემა, სახელმწიფო სსიპ-ებისა და ააიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი ფუნქცია მოვალეობები, შტატგარეშე თანამშრომელთა დასაქმების და ანაზღაურების წესები. მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, საქართველოს ბიუროკრატიული აპარატის ზომა და მის უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საჭიროებს შემდგომ ოპტიმიზაციას.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ბიუროკრატიული აპარატის ზომის და ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლები (სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილი საერთო დასაქმებულებში, ბიუროკრატიული ხარჯების წილი საერთო ხარჯებთან), ხშირ შემთხვევაში, ჩამორჩება ევროპის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს. ამასთან, 2011-2016 წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მსგავსი ფარდობითი მაჩვენებლები დადებითი ტენდენციით ხასიათდება. მაგალითად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, ბიუროკრატიული ხარჯების ნომინალური მაჩვენებლები ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა მისი ტვირთი ბიუჯეტის და ეკონომიკის მიმართ მცირდება. კერძოდ, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ბიუროკრატიული ხარჯი დაახლოებით 800 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა მისი წილი ბიუჯეტის საერთო ხარჯებთან მიმართებით დაახლოებით 6%-ით, ხოლო მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დაახლოებით 0,3%-ით შემცირდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, 2011 წელთან შედარებით, 2016 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მცირედით შემცირებულია, წლების მიხედვით კი მონაცემები ასეთია : 2011 წელი – 266,4; 2012წ – 273,7; 2013წ- 247,3; 2014წ – 251,2; 2015წ- 274,9; 2016წ – 262,2;
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტიდან კი ბიუროკრატიული ხარჯები (მლ.ლარი) ასე გამოიყურება:
2011წ – 2347,2; 2012 -2400,4;.2013 -2406;2014-2665,5;2015 – 2804,9;2016-3146,9;
IDFI ასევე აქვეყნებს საბიუჯეტო ხარჯებიდან გაწეული სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები. 2012 – სამივლინებო: 53 551,80; წარმომადგენლობითი- 20 049, 80; 2013 – სამივილინებო 69 146,60, წარმომადგელობითი – 17 240,20; 2014 – სამივლინებო – 62 282, 20; წარმომადგენლობითი -17 043,00; 2015 წ სამივლინებო 63 083,90 წარმომადგენლობითი – 17 877, 00; 2016 სამივლინებო 68 152, 20 წარმოამდგენლბითი 20 646, 60;

banner
წინა სტატიაშიხვალ რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრაძლება
შემდეგი სტატია“კრიმინალური მენტალიტეტის მოძველბიჭო ხულიგნები” – სოზარ სუბარი