IDFI ხელისუფლებას ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღებას ურჩევს

საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, – ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილმა სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” განაცხადა, სადაც შესაბამისი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. მისივე თქმით, 2010-11 წლებთან შედარებით დღეს ინფორმაციის მიღება გაცილებით გაუმჯობესებულია.
“გამჭვირვალობის ხარისხი გაზრდილია, თუმცა კვლავ რთულია ინფორმაციის მიღება. საჯარო უწყებები არ ასრულებენ კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ მოვიგეთ ძალიან ბევრი სასამართლო პროცესი, თუმცა სამწუხაროდ, ამას შედეგი არ მოუტანია, რადგან მათი ანგარიშვალდებულება უნდა იყოს ინფორმაციის გაცემა და არასასამართლო იძულება. რაც შეეხება რეკომედაციებს, ჩვენ უკვე ორი წელია ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ მიიღოს ახალი კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ და გაცილებით გაამყაროს ის გარანტიები, რაც საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ეს კანონპროექტი არსებობს, შემუშავებულია და უნდა წარედგინოს პარლამენტს. ეს ვალდებულება აღებული აქვს მთავრობას ”პარტნიორობა ღია მმართველობის ფარგლებში”, – განაცხადა IDFI-ის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – მომავალ წელს ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემა გაკეთდება
შემდეგი სტატიამომავალი წლიდან თბილისში სი-ენ-ჯი გაზზე მომუშავე 150 ახალი ავტობუსი შემოვა