IDFI იუსტიციის მინისტრის გადადგომის აუცილებლობაზე საუბრობს

სისტემური რეფორმები აუცილებლად გასატარებელია სასამართლო სექტორში, პროკურატურის სექტორში და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა- ეს განცხადება, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა გააკეთა.
ავალიშვილი იუსტიციის მინისტრის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს და ამის ერთ-ერთ არგუმენტად სასამართლო სექტორში არსებული პრობლემები და სამომავლოდ გასატარებელი რეფორმები მოჰყავს.
ავალიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, საკმაოდ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაზეც პასუხები პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გასცეს.
„ეს მოთხოვნა უკავშირდება იმას, რომ სისტემური რეფორმები აუცილებლად გასატარებელია სასამართლო სექტორში, პროკურატურის სექტორში და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა, იმიტომ, რომ უკვე 6 წელია, ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და როგორც ჩვენ ვნახეთ სწორედ პროკურატურის შემთხევაში შედეგი ვერ დადგა, ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლოში შედეგი ვერ დადგა და კვლავ ის ძველი მოსამართლეები ხელმძღვანელობენ სასამართლო პროცესებს, ანუ ჩვენ ვხედავთ იუსტიციის საბჭოში რა ხდება და ამაზე, რა თქმა უნდა, იყოს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი დაიწყოს ახლიდან,“ – განაცხადა ლევან ავალიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტოჩინოშინს მცხეთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა
შემდეგი სტატიაანა დოლიძის სარჩელი – ნორმა შესაძლოა საკონსტიტუციოში გასაჩივრდეს