იარაღის შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
“შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის“ სისტემის 2 პისტოლეტი ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)“- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

banner
წინა სტატიაშისომეხმა დეპუტატმა ლუკაშენკოს შვილს თეთრი ლომები აჩუქა
შემდეგი სტატიადეკანოზ მამალაძეს დღეს ადვოკატი მოინახულებს