იარაღის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-მ 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით ბ. თბილისში იარაღის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ ტარებისთვის დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, BiKAl-442-ის მოდელის პისტოლეტი, BLOW MINI MOD. 2003-ის მოდელის პისტოლეტი, 6 საბრძოლო ვაზნა და პრეგაბალინის შემცველი 1,5 გრ ფსიქოტროპული საშუალება „ლირიკა“ ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი სავარაუდოდ ნანგრევებში მოყვა
შემდეგი სტატია”აუდიტორია 115”-ის წევრები თსუ-ში პრემიერის მისვლას ითხოვენ