“იარაღის ჩადებას აპირებდნენ” – ვინ არის პოლიციელი დავით კიკნაძე? -კაჭარავა დაკავების დეტალებს იხსენებს

პრეზიდენტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვაშია ბრალდებული სამართალდამცავების მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობასა და ზეწოლაზე საუბრობს – შსს-ში როცა მიმიყვანეს, მითხრეს სახელმწიფოსთან ბრძოლაში ვერ მოიგებო- განაცხადა კაჭარავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მან დაკავების დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ პოლიციას მისთვის თავდაპირველად იარაღის ჩადება უნდოდა, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

“ვიყავი საავადმყოფოში ანალიზების გასაკეთებლად. გარეთ რომ გავედი, შემხვდა დავით კიკნაძე. უკნიდან შემდეგ რამდენიმე ადამიანი მომეპარა და დამაგდეს ძირს. მითხრა კიკნაძემ – კაჭარავა დაწექი ძირს, იარაღს ინახავო. მივხვდი, რომ იარაღის ჩადებას აპირებდნენ და ვუთხარი, არავითარი იარაღი არ მაქვს, საავადმყოფოში ვიყავი, სადაც წელს ზემოთ გახდილი მქონდა და შანსი არაა იარაღი მქონდესთქო. ამის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში და რამდენიმე ქუჩის მოშორებით გადამიყვანეს. როცა გაჩერდა მანქანა, ცოტა ხანი ზოგად თემებზე მელაპარაკებოდნენ, შემდეგ კი ერთ ფეხზე ფეხსაცმლის გახდა დამიწყეს იძულების წესით. ამ დროს ორ ადამიანს ვყავდი გაკავებული, ერთი კი მირტყამდა”, – განაცხადა კაჭარავამ. მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომლის, დავით კიკნაძის მხრიდან დაკავებამდე არაერთხელ ჰქონდა ადგილი მასზე ზეწოლას.

banner
წინა სტატიაში„ასეთი კატეგორიის საქმეებზე საჭიროა მოკლე დროში ეფექტური გამოძიების ჩატარება“ – კახიშვილი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე
შემდეგი სტატიათამბაქოს კონტროლის კანონპროექტი დამტკიცდა – რეგულაციები 2018 წლიდან ამოქმედდება