იაპონიის უმაღლესმა სასამართლომ მუსლიმებზე თვალთვალი დააწესა

იაპონიის უმაღლესმა სასამართლომ მუსლიმებზე თვალთვალი დააწესა

იაპონიის უმაღლესმა სასამართლომ, ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც კანონიერად მიიჩნია ქვეყნის მუსლიმ მოსახლეობას თვალთვალის დაწესება – The Independent-ი წერს.
2010 წელს 100-ზე მეტი პოლიციის დოსიეს გაჟონვა მოხდა, სადაც მოცემული იყო მუსლიმებზე თვალთვალის დეტალები. ჩანაწერები გაკეთებული იყო სამლოცველოებში, მაღაზიებსა და ისლამური ორგანიზაციების ოფისებში. ფაილისგამცვლელი საიტებით, ინფორმაცია 20 ქვეყნის 10 ათასზე მეტმა მომხმარებელმა გადატვირთა.

სასამართლოში საჩივარი აღნიშნული ინცდენტის შემდეგ შევიდა.
შედეგად, მომჩვანებმა ფინანსური კომპენსაცია მიიღეს 888 ათასი დოლარის ოდენობით, ხელისუფლების მიერ პირად ცხოვრებაში შეჭრის გამო, თუმცა, უმაღლესმა სასამართლომ პოლიციის მოქმედება “აუცლებლად და გარდაუვალად” ჩათვალა.
2010 წლის მონაცემებით, იაპონიაში დაახლოებით 185 ათასი მუსლიმია.

banner
წინა სტატიაშიკანადა ნატოს ბატალიონს ლატვიაში უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე : მთავრობის მიზანი და ინტერესია, მედია თავისუფლების კუთხით არანაირი შეზღუდვა არ არსებობდეს