ქაფი, რომელიც მიწისძვრის შემედგ იაპონიის ქუჩებში გამოჩნდა, ცეცხლჩამქრობი საშუალება აღმოჩნდა, რომელიც რეზერვუარებიდან გადმოიღვარა – ამის შესახებ დღეს იაპონური მედია წერს ფუკუოკას პრეფექტურაზე დაყრდნობით.
როგორც აღნიშნავენ, ქაფის სპეციალური სათავსოებში, რომელიც სათამაშო კლუბის გვერდით იყო განთავსებული, მიწისძვრისას ბზარი გაჩნდა, საიდანაც გადმოიღვარა კიდეც.
საქმე იმაშია, რომ გუშინ, როცა ქალაქი ფუკუოკა ქაფით დაიფარა, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა უცნობი წარმომავლობის სუბსტანციის გამო.
შეგახსენებთ, რომ 5 დ16 აპრილს იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის მაქსიმალური მაგნიტუდა 7,3 იყო. გარდაიცვალა 41 ადამიანი. 2 ათასზე მეტი დაშავდა. სულ, უკანასკნელი 3 დღის მანძილზე 388 მიწისძვრა დაფიქსირდა იაპონიაში.