იაპონიის პრემიერი მარიოს ფორმაში წყლის მილიდან გამოძვრა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიური თამაშების დახურვაზე ვიდეოთამაშების გმირის, მარიოს ფორმაში გამოჩნდა – დღეს, 22 აგვისტოს წერს BuzzFeed-ი.
ტოკიოს მომავალი ოლიმპიური თამაშების დემონსტრირებისათვის, პუბლიკას ვიდეო-რგოლი აჩვენეს, რომელიც იაპონიის პრემიერის წყლის მილიდან გამოჩენით დასრულდა. ოლიმპიის ესტაფეტის მიღებისას აბეს ხელში მნათობი ბურთი ეჭირა, რომელიც იაპონიის დროშაზე არსებული წითელი დისკოს სიმბოლოდ იყო გამოყენებული.

აბეს ეფექტურმა გამოჩენამ Twitter-ში ხმაურიანი რეაქცია გამოიწვია – მომხმარებლები იაპონიის პრემიერის იუმორის გრძნობაზე აღფრთოვანებულ კომენტარებს წერდნენ.

XXXII ოლიმპიური თამაში ტოკიოში 2010 წელს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში რენცის, მერკელის და ოლანდის მოლაპარაკების თემები დაასახელეს
შემდეგი სტატია“ქართულმა ოცნებამ” ასპინძაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გედევან ფოფხაძე წარადგინა