იაპონიაში ორი მკვლელი სიკვდილით დასაჯეს

იაპონიაში ორი მკვლელი სიკვდილით დასაჯეს

იაპონიაში ორი სიკვდილით დასჯა მოხდა – ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა მიცუხიდე ივაკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პირველი სიკვდილით დასჯილი 75 წლის იასუტორი კამატაა, რომელიც 5 ადამიანის მკვლელობაში იყო ბრალდებული, მათ შორის, 9 წლის გოგინასი, რომელიც სკოლიდან სახლში მიმავალ გზაზე დამარხა. მისი მსხვერპლი ასევე იყვნენ ქალები 19-დან 45 წლამდე. სიკვდილით დასჯა სერიულ მანიაკს ჯერ კიდევ 1999 წელს მიუსაჯეს.

მეორე დასჯილი 56 წლის ძიუნკო იოსიდია. სასამართლოს საქმეების მიხედვით, ის ყოფილი მედდაა, რომელიც საკუთარ კოლეგებან შეთქმულებაში შევიდა, და დაზღვევის მისაღებად ორი მათგანის ქმარი მოკლა.
მიმდინარე მომენტში იაპონიაში სიკვდილით დასჯას 124 ადამიანი ელოდება.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის სპეცოპერაციისას 6 ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაGWP – აბანოები სხვა კომერციულ, თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით, პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ