იაპონიამ სამხრეთ კორეადან ელჩი გამოიწვია

იაპონიამ სამხრეთ კორეადან ელჩი იასუმანუ ნაგამინე გამოიწვია – სააგენტო “იანხალი” წერს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პუსანში, გენერალური საკონსულოს პირდაპირ ქალების ძეგლი დადგეს, რომლებიც ქვეყანაში იაპონიის ოკუპაციის დროს, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.
“მსგავსი მოქმედებები ორმხრივ ურთიერთობაზე არასასურველ გავლენას ახდენს, ეს გარდაუვალია” – იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იასიხიდე სუგუმ განაცხადა. გარდა ამისა, როგორც სააგენტო “კიოდო” იტყობინება, იაპონიამ სამხრეთ კორეასთან ეკონომიკური მოლაპარაკებები შეაჩერა.
კორეის შსს-მ იაპონიის მსგავს გადაწყვეტილებას “სამწუხარო” უწოდა.

“დამამშვიდებელ ქალებს” უწოდებდნენ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ტყვე ქალებს, რომლებსაც იძულებით ამუშავებდნენ საროსკიპოებში მეორე მსოფლიო ომის დროს.
ტოკიო ირწმუნება, რომ ეს ქალების პირადი სურვილით ხდებოდა. სამხრეთ კორეელი ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ იაპონელები ქალებს სპეციალურად იტაცებდნენ იმისათვის, რომ ისინი საროსკიპოებში მიეყვანათ. “დამამშვიდებელი ქალების” რაოდენობა 20-დან 140 ათასამდე იყო.
კორეა 1910 წლიდან 1945 წლამდე იაპონიის კოლონია იყო.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურ დაწესებულებებში საშობაოდ ამანათების მიღება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიარუსეთს სირიიდან გემები გამოყავს