იაპონიამ რეკორდული სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა

იაპონიის მთავრობამ მომავალ საფინანსო წელს, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან გაგრძელებული ტერიტორიული დავების ფონზე, თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა.
თანხის მოცულობა, რომელის დახარჯვასაც თავდაცვაში აპირებენ, 5,13 ტრილიონი იენია (43,6 მილიარდი დოლარი), ბიუჯეტის საერთო რაოდენობა კი – 97,5 მილიარდი იენი (830 მილიარდი დოლარი).
ახალი ბიუჯეტი მომავალი წლის 1 თებერვალს შედის ძალაში. ძალაში შესვლამდე ის პარალმენტმა უნდა დაამტკიცოს.

იაპონიის მთავრობა ხუთი საპატრულო გემის შეძენას აპირებს, ასევე, სანაპირო დაცვის 200 ერთეულით გაზრდას.
ექსპერტების თქმით, საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრი ზრდა შიდა ვალების გაზრდას გამოიწვევს.

banner
წინა სტატიაშიAlibaba აშშ-ში შავ სიაში მოხვდა
შემდეგი სტატიაგაერო სირიაში სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად შტაბს ქმნის