იაპონია ამერიკისგან სარაკეტო თავდაცვის სისტემებს შეიძენს

იაპონიის პრემიერ–მინისტრი სინძო აბე თვლის, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მიზნით იაპონიამ შესაძლოა დაიწყოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან Aegis Ashore–ის სისტემის შესყიდვა. ამის შესახებ მან დღეს დილით განაცხადა.
“ იმის გამო, რომ არ არის გამორიცხული ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები, ჩვენ ყველა ძალღონეს ვიხმართ ჩვენი მოქალაქეების თავდაცვისთვის და ამ საქმეში დავეყრდნობით იაპონია – ამერიკის სამხედრო ალიანსს”, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა. მის ამ სიტყვებს მსოფლიო პრესა ციტირებს.
სარაკეტო თავდაცვის Aegis Ashore–ის სიტემის ორი დანადგარის შესაძენად თანხა ქვეყნის ბოუჯეტიდან გამოიყოფა. იაპონიის თავდაცვის უწყებამ უკვე მიმართა მთავრობას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ 2,5% –ით.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზთან ახლოს ხანძარი უკვე ჩამქრალია
შემდეგი სტატიახულოში ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება