იაპონელმა დეპუტატმა ობამას “მონურ სისხლზე” ილაპარაკა

იაპონიაში დიდი ხმაური ატყდა პარლამენტის დეპუტატის კაძუია მარუიამის გამონათქვამის გამო, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სისხლში “შავკანიანი მონების სისხლი ჩქეფს”.
ოპოზიციამ გამონათქვამს რასიზმის გამოვლინება უწოდა და დეპუტატის პარლამენტიდან გარიცხვა მოითხოვა.
დემოკრატიული პარტია საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუციის შეტანას აპირებს, სადაც მურაიამის გადაყენებაზე იქნება რეკომენდაცია გაწეული. 70 წლის პოლიტიკოსის გამონათქვამი კოალიციაში მისმა პარტნიორებმაც დაგმეს.

იაპონელი დეპუტატის სიტყვებზე აშშ-ს მთავრობას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელელი ჩინოვნიკები საცობების გამო თაგვებს ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაბათუმში აეროპორტის გზაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა