იანოშ ჰერმანი: საქართველოში ადამიანის უფლებები დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე დგას

საქართველოში ადამიანის უფლებები დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე დგას, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“თბილისი მარიოტში” ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიღება იმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მთავრობის დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
“ევროკავშირი დგას ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ როგორც უშუალოდ ევროკავშირის შიგნით, ასევე ევროკავშირის ფარგლებს გარეთ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან თანამშრომლობით, საქართველოში ადამიანის უფლებები დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე დგას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელება”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდვე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

banner
წინა სტატიაშიირანიდან საქართველოს გავლით რუსეთში გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება
შემდეგი სტატიაირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები მოსამართლეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ