იანოშ ჰერმანი: პრესის თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვან პრინციპსა და ღირებულებას წარმოადგენს

პრესის თავისუფლება ერთ-ერთ უაღრესად მნიშვნელოვან პრინციპსა და ღირებულებას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ტელეკომპანია „ რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას განაცხადა.

„პირველ რიგში, ეს არის კონკრეტული საქმე, რომელსაც სასამართლო განიხილავს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ, როგორც წესი, არ ვაკეთებთ კომენტარს იმ საქმეებზე, რომლებიც სასამართლოს მიერ განხილვის პროცესშია. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, არსებობს უაღრესად მნიშვნელოვანი ღირებულებები, უაღრესად მნიშვნელოვანი პრინციპები და აშკარაა, რომ პრესის თავისუფლება ერთ-ერთ ასეთ პრინციპსა და ღირებულებას წარმოადგენს. ამაზე საუბარი იყო ამ კონფერენციაზეც და პრესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა დავით ბაქრაძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა