,, სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა”

news
: news იანვარი 29, 2016 21:01

,, სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა”

მნიშვნელოვანი

  • საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბრალდებების შესახებ ელჩ იან კელის განცხადებას ავრცელებს.

სხვა სტატიები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბრალდებების შესახებ ელჩ იან კელის განცხადებას ავრცელებს.

“ვნახეთ ცნობები პრესაში. კმაყოფილნი ვართ, რომ თავდაცვის სამინისტრო საკითხს სერიოზულად მოეკიდა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბრალდებების გამოძიება დაიწყო. აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებულ ძალების პარტნიორია. სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა”. – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი.
შეგახსენებთ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვნებზე უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო შეშფოთება გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა გამოთქვა. საქმეში რამდენიმე მოწმე არასრულწლოვანი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ მოძალადეებს შორის ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ.

news
: news იანვარი 29, 2016 21:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics