იან კელი: ვფიქრობ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება

იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ ამერიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ამის შესახებ მან სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები არჩევნების მიმდინარეობას ადევნებენ თვალს.

„შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. მედიის ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის ტრამპი ლიდერობს. დღეს შეერთებული შტატებისთვის განსაკუთრებული დღეა. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ხალხს, რომელიც ცვლილებებს მოითხოვს“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.

ამასთან, იან კელის თქმით, ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება.

„ვფიქრობ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება. ამას ადასტურებს კონგრესის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ჩემი მხრიდან, ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრობლობას გავაგრძელებ, რათა საქართველოს მხარდაჭერა და არსებული ურთიერთობები შენარჩუნდეს“, – აღნიშნა იან კელიმ.

ამ დროის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატ ჰილარი კლინტონს ამომრჩეველთა კოლეგიაში 215 ხმა აქვს, „რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამს კი – 244.

საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად, პრეზიდენტობის კანდიდატს ამომრჩევლის კოლეგიის 270 წევრის ხმა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აშშ-ში დოლარი და ფინანსური ბაზრები ჩამოშალა
შემდეგი სტატიაკალიფორნიაში მარიხუანის ლეგალიზაციას მისცეს ხმა