იან კელი : საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს, იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება

იან კელი

მიგვაჩნია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეს კვლავ ასე გაგრძელდება.
„მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ კვლავ ასე გაგრძელდება. ეს არის ცივილიზებული წინასაარჩევნო გარემო და იმედს ვიტოვებთ, რომ ასე გაგრძელდება”, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაიან კელი : აშშ დაინტერესებულია, თურქეთის მოვლენებზე დეტალური გამოძიება ჩატარდეს