იან კელი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, C ჰეპატიტზე ტესტირება გაიარონ

იმედი გვაქვს, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში საქართველო იქნება მოდელი, რომლის ტირაჟირება განხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ელჩი ყველა ადამიანს მოუწოდებს, გაიარონ ტესტირება, ვინაიდან, შემდეგ მოხდება მისი დოკუმენტირება და გამოყენებული უნდა იქნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ. კელის თქმით, მან პირადადაც გაიკეთა ტესტი და შედეგი უარყოფითი იყო. ელჩმა ანალიზი მინისტრის თხოვნით გაიკეთა.
“სამწუხაროდ, როგორც ვიცი, ასობით ათასი ადამიანი არ აღმოჩნდა ისეთივე იღბლიანი, როგორიც მე. მსოფლიოში კი მილიონობით ადამიანი იტანჯება ამ საშინელი დაავადებით. მე ამაყი ვარ, რომ ამერიკის მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეხმარება საქართველოს, რათა ეს გახდეს პირველი ქვეყანა, რომელმაც აღმოფხვრა ეს უსაშინლესი დაავადება თავის ქვეყანაში. მრავალი თქვენგანი დაადასტურებს, თუ რამდენად საშინელ დაავადებასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა იან კელიმ.

ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, რადგან საბოლოოდ იქნება მცდელობა, რომ ყველა ადამიანი გამოჯანმრთელდეს ამ დაავადებისგან და ეს მსოფლიოსთვის მოდელი იქნება.

“ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის მაჩვენებელი, თუ რა მაღალი შედეგები მივიღეთ ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორობისგან. აქ ჩართულია კერძო სექტორი, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულ პროდუქტს აწვდიან საქართველოს მთავრობას. ხელისუფლება კი თავის მხრივ საკუთარ რესურსებს აბანდებს, რათა ეს საუკეთესო შანსი გამოიყენოს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობას, შეერთებული შტატების ხელისუფლების წვლილს ამ ძალისხმევის მიმართულებით. აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და მე ვთვლი, რომ მთავრობა მაღალ შეფასებას აძლევს კერძო და საჯარო პარტნიორობის მაგალითებს და მოუწოდებს მათ მეტი ჩართულობისკენ”, – აღნიშნა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაში11 მარტიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება
შემდეგი სტატია“როლები შეიცვალა: აქამდე პროკურატურა აკონტროლებდა სასამართლოს, ახლა სასამართლო აკონტროლებს ყველაფერს”