იან კელი: საქართველო გახდება C ჰეპატიტის დამმარცხებელი პირველი ქვეყანა მსოფლიოში

„დაგეგმილია საქართველო გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც წარმატებით განახორციელა C ჰეპატიტის ელიმინაცია და გახდებ პირველი ქვეყანა, რომელიც თავისუფალია C ჰეპატიტისგან“, -ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

იან კელიმ, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იმდენ წამალს გამოუყოფს საქართველოს, სანამ ეს ბოლო პაციენტს დასჭირდება.

„მიმაჩნია, რომ ეს გახლავთ რეალურად მნიშვნელოვანი გამოხატულება ამერიკის შეერთებულ შტატების და საქართველოს შორის პარტნიორობისა. ეს ადასტურებს აშშ-ის ჩართულობას და პირდაპირ ინვესტიციას საქართველოს წარმატებაში. ეს გახლავთ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმატებული თანამშრომლობა.

ბატონო მინისტრო, ჯანდაცვის ყველა თანამშრომელს უნდა მოგილოცოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატება. თქვენ ამ პროგრამის წარმატებისთვის ნამდვილად არ დაზოგეთ რესურსი. თქვენ ხართ ერთგული.

C ჰეპატიტის ვირუსის დასამარცხებლად 6000-მა ადამიანმა გაიარა მკურნალობა. მინდა შევუერთდე მინისტრ სეერგეენკოს და მოვუწოდო ყველა პაციენტს, რომლებსაც სრულად არ გაუვლიათ მკურნალობის კურსი, აუცილებლად დაბრუნდნენ და გაიარონ ტესტირება, იმისთვი რომ მოხდეს დოკუმენტური დადასტურება C ჰეპატიტის ვირუსის დამარცხებისა. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე დანარჩენი სამყაროსთვის. თქვენ ხართ რეალური განსახიერება იმისა, რომ C ჰეპატიტი დამარცხებადია და სრული განკურნება შესაძლებელია“, – განაცხადა კელიმ.

შეგახსენებეთ, დავით სერგეენკო და აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობის პირველ ეტაპი შაჯამეს.

იან კელიმ C ჰეპატიტის სკრინინგისთვის მოწყობილი მოძრავი ამბულატორია დაათვალიერა და ვირუსზე შემოწმება თავადაც გაიარა.

 

banner
წინა სტატიაშიფოთში პოლიციის გაძლიერებული რეიდებია
შემდეგი სტატიაპროკურატურის მოთხოვნა ადეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ დაკმაყოფილდა