იან კელი: საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში აშშ-ის შეხედულება არ იცვლება

ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო,

აშშ-ში არ იცვლება შეხედულება საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, აშშ-მ იცის საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები რუსეთიდან გამომდინარე და შესაბამისად საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება.

“ძალიან კარგია, რომ აშშ-ში არ იცვლება შეხედულება საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. საგარეო პოლიტიკა იქნება იგივე. ჩვენ კარგად ვიცით ის გამოწვევები, რაც საქართველოს აქვს რუსეთიდან გამომდინარე. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის გადახედვა არ მოხდება ამ კუთხით. ჩვენ ყველანი ველოდებით 9 ნოემბერს და არჩევნების შედეგებს. რაიმე ცვლილებებს საგარეო პოლიტიკური კუთხით არ ველოდებით”, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე: პარტიის წევრებთან სუს-ი “მუშაობს”- “თუ პარტიას არ დატოვებენ…”
შემდეგი სტატია“ჩემი და თავდაცვის მინისტრის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა”- ირაკლი სესიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე