იან კელი: სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს.

როგორც იან კელის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია “რუსთავი 2”-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს მთავრობას დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები.

“სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა – მიჩუმდეს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რას ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას”, – ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი, უფლებამოსილება შეუჩერდა.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში და “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ
შემდეგი სტატია“იმედის” საინფორმაციო სამსახური “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს