იან კელი : მხარს ვუჭერთ იმ მოტივს, რაც დგას სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებების უკან

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ ისინი სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებების მოტივს მხარს უჭერენ. მისი თქმით, ეს არის მმართველობის ოპტიმიზაცია.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მოტივს, რაც დგას სტრუქტურული ცვლილებების უკან. ეს არის მმართველობის ოპტიმიზაცია. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ახალ მინისტრებთან შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვიცნობთ, თუმცა მათთან თანამშრომლობას ველით და სამომავლოდაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა კელიმ.

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება.

banner
წინა სტატიაშიაშშ–მ ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტიგენტი გაგზავნა
შემდეგი სტატია“კალაძე აღმოჩნდა ნარმანიაზე უფრო მხდალი” – დათუკიშვილი