იან კელი იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა და მთავრობა კორცხელის ინციდენტს დიდ ყურადღებას მიაქცევენ

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა და საქართველოს მთავრობა კორცხელში მომხდარ ინციდენტს დიდი ყურადღებას მიაქცევენ. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორცხელში შემაძრწუნებელი ფაქტი მოხდა, რომელსაც აშშ-ის საელჩო ყურადღებას აქცევს.

მისივე თქმით, პოლიტიკური ძალადობა დაუშვებელია და ამიტომ ამ ფაქტს საქართველოს მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

“კორცხელში ძალიან შემაძრწუნებელი ფაქტი მოხდა, ჩვენ ამას დიდი ყურადღებას ვაქცევთ. ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან სერიოზულად უდგება ამ საკითხს. პოლიტიკური ძალადობა აბსოლიტურად დაუშვებელი და მიუღებელია, ამიტომ მთავრობამ უნდა მიაქციოა ყურადღება, რომ ვინც დამნაშავეა, წარდგეს სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა იან კელიმ.

როგორც აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც საარჩევნო კამპანია ორ კვირაში იწყება.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: ირაკლი შოთაძეს აქვს სრული კომპეტენცია და ცოდნა ვინ დაკითხოს და ვინ – არა
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: კალაძე უნდა დაიკითხოს, თუ არ დაიკითხება კალაძე, მალე დაიკითხება შოთაძე