იან კელი: გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა

იან კელი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, აშშ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს ყურადღებით აკვირდება.

იან კელის აზრით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს.

„ყურადღებით და დიდი ინტერესით ვაკვირდებით საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს კონსენსუსს და თავს უყრიდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს – მთავრობას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორის ფართო სპექტრს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ დისკუსიაში. ეს პროცესი გრძელდება და მოუთმენლად ველით, როგორ დასრულდება“, – განაცხადა იან კელიმ.

აშშ-ის ელჩს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში დემოკრატიის განვითრების კუთხით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს, მას უდიდეს პატივს ვცემ. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში”, – აღნიშნა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა,ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე-სუსი
შემდეგი სტატიავანში 14 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს