იან კელი: ეს მხარს უჭერს ეკონომიკის განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას

იან კელი

პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე ისაუბრა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ. ელჩმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია გახსნა.
,, ბევრ დამსაქმებელს, რომელიც დღეს შეიკრიბა შეიძლება არ გააჩნდეს პრობლემები მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისას თუმცა საშუალო დონის კადრების მოზიდვა არის რთული. სწორედ ტექნიკური სამუშაოების შესრულების თვალსაზრისით არის გარკვეული სირთულეები. არათანაბარი განვითარება, პროფესიული განათლება, მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქალბატონების ჩართულობაც ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში… დღეს ჩვენ სწორედ ორგანიზებას ვუკეთებთ ერთ-ერთ კონფერენციას, ტრენინგს სადაც ამ თემებზე მიდის მსჯელობა.
საქართველოს მთავრობამ, მე სიამოვნებით ვიძახი დიდი პროგრესი განიცადა სწორედ ამ მიმართულებით. არსებობს საკმაოდ ამბიციური გეგმა პროფესიული განათლების განვითარების. დღეს ვისაუბრებთ როგორ გავზარდოთ ეკონომიკური მაჩვენებელი, განვავითაროთ უნარ-ჩვევები, რათა დავასაქმოთ მეტი ხალხი. კერძო პროგრამებიც ძალიან მნიშვნელოვანია ვინაიდან ეს ყველაფერი მხარს უჭერს ეკონომიკის განვითარებას და ევრო -ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას“- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოშ იან კელიმ.
შეგახსენებთ სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი, ყოველწლიური, საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე: ,,პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“.

banner
წინა სტატიაშიმამაკაცი, რომელმაც ლუიზიანას შტატში სამი პოლიციელი მოკლა, ერაყში მსახურობდა
შემდეგი სტატიასაქართველოში მოსავლის აღების სამუშაოებში აზერბაიჯანის სასოფლო-სამურენო ტექნიკა ჩაერთვება