იან კელი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება

ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო,

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშრებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. კელი მიიჩნევს, რომ არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახა.

“იყო ძალადობისა და დაშინების ფაქტები. ამას, რა თქმა უნდა, მკაცრად ვგმობთ, განსაკუთრებით, როცა არჩევნების დღეს ხდება ასეთი რამ. ახლა უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად საგულდაგულოდ და დეტალურად გამოიძიებს აღნიშულ ფაქტებს. ამაში მარნეულის ინციდენტსაც ვგულისხმობდი. საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტი იყო და პოლიციის თანამშრომელიც დაშავდა. იმედია, სახელმწიფო გამოიძიებს ამას დაბალასნებული გზით. გავიმეორებ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება. მეორე ტური წინ არის და აუცილებელია, გარემო იყოს მშვიდი, წყნარი და არ იყოს დაშინების ფაქტები”, – აღნიშნა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: “ნაცმოძრაობისთვის” ხმის მიცემის კამპანიაში არასოდეს ჩავებმევი
შემდეგი სტატიადასჯერდება თუ არა კალაძე რიგით დეპუტატობას