იან კელი: ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება

ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციას, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება და შემდგომ იმ ვარიანტებიდან, რასაც ისინი მოგვაწვდიან, დავეხმარებით, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ბორჯომის ხეობაში სტიქიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ხანძრით. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას დახმარება. ზუსტად გუშინ ვესაუბრე ამერიკის კრიზისების მართვის დეპარტამენტს, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთის ქვეყნებზე. ზოგადად ვკითხეთ საქართველოს მთავრობას, თუ რა კუთხით სჭირდება დახმარება. ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება და შემდგომ იმ ვარიანტებიდან, რასაც ისინი მოგვაწვდიან, დავეხმარებით“, – აღნიშნა კელიმ.

banner
წინა სტატიაში,,იმედის მომცემია, თუ რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს – სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები”
შემდეგი სტატიაკახა მიქაია:”მშრომელების” დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებამ უარი თქვა, ,,ჩვენი დიდი ძმისა და მეზობლის” სურვილზე, ,,დახმარებოდა” მისგან ოკუპირებულ ჩვენს სამშობლოს