იან კელი: აშშ-ში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

იან კელი

IAN KELIIაშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი.როგორც იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართ.

“ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აშშ-ში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართ. მოგეხსენებათ, ხელი მოეწერა თანამშმობლობის მემორანდუმს თავდაცვის სფეროში, მაშინ, როდესაც საქართველოში ჯონ ქერი იყო ჩამოსული. მომავალში ველოდებით რამდენიმე დელეგაციას – შევხვდებით თავდაცვის მინისტრს, სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებს და მათთან ერთად განვიხილვათ თანამშრომლობის თემას. მათგან უნდა მოდიოდის ის კონკრეტული საკითხები, თუ რაზე გვსურს თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, უმეტესწილად ეს შეეხება ჯარების მომზადებულობის გაზრდას”, – განუცხადა ჟურნალისტებს იან კელიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის გაზრდის ძალიან კარგი გეგმა აქვს, – ასეთი შეფსება ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში აშშ-ის ელჩმა ,იან კელიმ გააკეთა.როგორც ელჩმა აღნიშნა, რეგიონში ახალ ცოტა რთული პერიოდია, თუმცა გეგმა არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. ჩვენი დახმარებების უმეტესი ნაწილი მიმართულია ეკონომიკის განვითარებაზე, თუმცა, თავად რეგიონში არის საკმაოდ ბევრი გამოწვევა. შესაბამისად, საქართველოც ამ გამოწვევის რიგში ხვდება. ამიტომ ცოტა რთული პერიოდია, თუმცა გეგმა არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა”, – განუცხადა ჟურნალისტებს იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშინორბერტ ჰოფერმა ავსტრიის საპერზიდენტო არჩევნებში წააგო
შემდეგი სტატია(video) მერიის თანამშრომლებისათვის ჩაცმისა და სუფრასთან მოქცევის წესების შესწავალა თბილისის ბიუჯეტს 7 200 ლარი დაუჯდება