იან კელი : აშშ დაინტერესებულია, თურქეთის მოვლენებზე დეტალური გამოძიება ჩატარდეს

ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო,

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, თურქეთში განვითარებული მოვლენების გამოძიებისათვის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი მის თურქ კოლეგას ესაუბრა.

კელის განცხადებით, აშშ მზადაა, თურქეთს მოვლენების დეტალურ გამოძიებაში დაეხმაროს.

“შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია იმ ვითარებით, რაც თურქეთში ხდება. სახელმწიფო მდივანმა შესთავაზა მის თურქ კოლეგას დახმარება. აშშ მტკიცედ აცხადებს, რომ მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და უარყოფს რაიმე სახის კავშირს განვითარებულ მოვლენებთან.

მომხრე ვართ, ჩატარდეს დეტალური გამოძიება. გაირკვეს, ვინ არის ამ მოვლენების უკან და მზად ვართ, ამ საკითხში თურქეთს დახმარება აღმოვუჩინოთ”, – განაცხადა კელიმ.

banner
წინა სტატიაშიიან კელი : საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს, იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება
შემდეგი სტატიასიძულვილის ენა პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში – “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”-ს კვლევა