იან ჰამაჩეკი: საქართველომ ყველა პირობა შეასრულა, ახლა ჯერი ევროპაზეა

საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა პირობა შეასრულა, ახლა ჯერი ჩვენზეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, იან ჰამაჩეკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ევროპამაც უნდა შეასრულოს პირობა, ევროპა კი პირობას ყოველთვის ასრულებს.

ამასთან, ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს.

იან ჰამაჩეკი საქართველოში გუშინ ჩამოვოდა. იგი დღეს საქართველოს პრემიერსა და პრეზიდეტნსაც შეხვდება.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს განიხილავენ
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი განათლების სამინისტროს მიმართავს, სასკოლო სახელმძღვანელოდან სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი ფრაზები ამოიღოს