იაცენუკი რუსეთის მოთხოვნით ჟენევის აეროპორტში გააჩერეს

უკრაინის ყოფილი პრემიერი არსენი იაცენიუკი, უმცროს ქალიშვილთან ერთად, ჟენევის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის დროს გააჩერეს.

უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევის სასაზღვრო სამსახურმა იაცენიუკი რუსეთის მიერ გადაცემული დაკავების მოთხოვნის გამო დააყოვნეს, რომლის მიხედვითაც უკრაინელ პოლიტიკოსს, ჩეჩნეთის ომში რუსეთის წინააღმდეგ მონაწილეობის აბსურდულ ბრალდებას უყენებენ.

როგორც უკრაინული მედია აცხადებს, იაცენიუკი შვეიცარიელმა სპეცსამსახურებმა ძალიან მალე გაუშვეს, თუმცა განუცხადეს, რომ მას მსგავსი შეფერხება, მის მიერ  ქვეყნის დატოვების დროსაც შესაძლოა მოხდეს.

banner
წინა სტატიაში,,ფეისბუქმა,, და ,,ინსტაგრამმა,, კადიროვი დაბლოკა
შემდეგი სტატია,,ჯაველინები,, უკრაინას – აშშ-ს ნაბიჯი ომისკენ თუ სწორი მიმართულებით?