იაცენიუკის პრეს-მდივანმა მისი გადადგომის შესახებ ხმები უარყო

უკრაინის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ოლგა ლაპპომ უარყო ხმები იმის შესახებ, რომ პრემიერმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
“ვიღაცის ფანტაზიებს ჩვენ კომენტარს არ ვუკეთებთ. პრემიერის პოზიცია არა ერთხელ იყო გასაგებად დაფიქსირებული” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ბიროსლავ ბერეზმა რამდენიემ საათის წინ განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, არსენ იაცენიუკმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა – ამის შესახებ მან “ტვიტერზე” დაწერა.
“პატარა ინსაიდი. სესიის დარბაზი ახლა იაცენიუკის განცხადებას ელოდება გადადგომის შესახებ. განცხადება უკვე დაწერილი აქვს” – წერია “ტვიტერში”.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს უკრაინის პრემიერმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ ის მზად არის თანამდებობა დატოვოს, თუკი რადა შესაბამის ხმათა რაოდენობას მოაგროვებს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი თამაზ მეჭიაურის განცხადებას არაკორექტულს უწოდებს
შემდეგი სტატია“მაესტროს” ჟურნალისტთა ნაწილმა „პირაკრულთა აქცია” გამართა