ია ცერცვაძე უკრაინის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ნიკა რურუას განცხადებით, ის რომ დღეს გია ცერცვაძე უკრაინის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
„ფაქტი, რომ გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება, მთლიანად დღევანდელი კოლაბორაციონისტური ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მათ ეს კაცი რეალურად სხვა ქვეყანას დაააჭრინა, რადგან საბოლოოდ რუსეთში წაეყვანათ საწამებლად და სამაგალითო დასჯისთვის.
ის ფაქტი, რომ ჩვენი ელჩი სასამართლო პროცესზე არ მივიდა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად გულგრილად და მავლენბლურად ექცევაამ ადამიანს და ზოგადად ქართულ ჯარს ხელისუფლება.
ცერცვაძის ბედი დამოკიდებული გახდა სხვა ქვეყნის სასამართლოს ბიუროკრატიულ , გაუგებარ პროცედურებზე.

ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესებისთვის საზიანოდ ექცევა ქართულ ჯარს“ – აღნიშნა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ეს არის ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა
შემდეგი სტატიაყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გია ცერცვაძე გათავისუფლდეს