ია ანთაძე: მოთმინება აღარ ყოფნით – დღეს უნდათ შედეგი

თურმე, მითქვამს, რომ დღეს რაღაც გამოჩნდება. 🙂 მოთმინება აღარ ყოფნით – დღეს უნდათ შედეგი. ხვალამდეც ვერ იცდიან, ვერც ზეგამდე და მომავალი ხუთი წელი ხომ საუკუნედ ეჩვენებათ.

მაგრამ რეალობა ასეთია, რომ დირექტორი არჩეულია ექვსი წლით და ჯერ მხოლოდ ერთი წელი გავიდა. სხვათა შორის, თავიდანვე ვეუბნებოდი პროტესტის მსურველ და მოუთმენელ ხალხს, რომ ექვსი წელი დიდი დროა და ხიდების დაწვა კარგს არაფერს მოიტანდა-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე.

 

მწერლები დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს შეხვდნენ. მათი ნაწილი ზვიად რატიანის ვიდეოს გავრცელების გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას მოითხოვს.

“მაუწყებელმა დააფიქსირა პოზიცია, როცა გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ იღებს პასუხისმგებლობას”, – ამის შესახებ ია ანთაძემ მაუწყებლის საბჭოს წევრებთან მწერლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მისივე განცხადებით პოზიცია დააფიქსირა მაუწყებელმა, როდესაც გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ თავად იღებს პასუხისმგებლობას. რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, დღეს გაირკვევა, გამოჩნდება რასაც გულისხმობს“-აცხდებს ია ანტაძე.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის კლინიკა თანახმაა პაციენტი თემირლან მაჩალიკაშვილი მიიღოს
შემდეგი სტატიასკანდალი: ,,ქართულმა ლეგიონმა,, უკრაინაში ბრძოლის ველი დატოვა